"მივმართავთ ხელისუფლებას, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ"-საპატრიარქო

25 ივნისი 2019, 16:54 1272 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს,  გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა 21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ. 

"მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ. მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ,  იყვნენ შემწყნარებელნი იმ დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში"-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს  19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს  ყველა დაზარალებულს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში