რუსმა კალათბურთელებმა ბათუმის ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს

24 ივნისი 2019, 15:54 2073 ნახვა

საერთაშოროსო ტურნირში "ბლექ სი ქაფ" რუსეთის გუნდი "ლეგიონი" მონაწილეობას არ მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა.

გოდერძი კორძაიას ამბობს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის გუნდმა "ლეგიონმა" ფედერაციას ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა რატომ განმარტებული არ არის.

რუსეთის გუნდი - "ლეგიონი“ ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ჩაანაცვლა. საერთაშორისო ტურნირს "ბლექ სი ქაფ" ბათუმი პირველად მასპინძლობს. 

შეჯიბრება ხვალ, 18 საათზე, საქართველო ბელარუსის გუნდების დაპირისპირებით დაიწყება.

ტურნირი 2,1 5 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. მასში 4 ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ისრაელის, ლიტვის, ბელარუსისა და საქართველოს. შეჯიბრება 5 დღეს გაგრძელდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში