ავტოკოლონა საყვირებით შსს-ს შენობისკენ მიდის

24 ივნისი 2019, 14:04 1152 ნახვა

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონა მიდის. ქუჩებში ავტომობილები სიგნალებითა და დროშებით გადაადგილდებიან.

საპროტესტო მსვლელობა გუშინ დაიგეგმა. აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მინისტრს, გიორგი გახარიას ხმა უნდა მიაწვდინონ.

ისინი ითხოვენ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი გადადგეს. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, 24 ივნისს, 19:00 საათზე საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ, რაც ხელისუფლებისთვისაც სიურპრიზი იქნება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში