დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო

24 ივნისი 2019, 12:59 1416 ნახვა

დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს მიღებენ როგორც წელს სკოლადამთავრებულები, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები. ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ.

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ გაიცემა. აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში