ჩვენი ხმა გიორგი გახარიას უნდა გავაგონოთ - ხვალ სამინისტროსთან მანქანების კოლონა სიგნალებით მივა 

23 ივნისი 2019, 23:50 1758 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა, ხვალ, 14:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისვლას გეგმავენ. 

მათი განცხადებით, ავტოკოლონა მსვლელობას საყვირებით რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებს და სამინისტროსთან დაასრულებს.

აქციის მონაწილეებს სურთ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიაწვდინონ ხმა და მოთხოვნები შეახსენონ. 

''ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ითხოვენ - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არჩევნები პროპორციული სისტემით ცატარდეს, გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებულები, ხოლო პოლიციელები, რომლებმაც აქციის დარბევისას ფიზიკური ზიანი მიაყენეს მოქალაქეებს, პასუხისგებაში მიეცნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში