სტუდენტების საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 21:00 1239 ნახვა

აქცია გამართეს სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. მათი შეკრების მთავარი მიზანი, ხელისუფლებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა შეუძლია სტუდენტობას მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უსამართლობას ჩადიან.

სტუდენტები ნაწილი ითხოვს, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა დატოვოს. ამ მოთხოვნით სტუდენტებმა პეტიციაც შექმნეს. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს "საქართველოს საკონსტიტუციო  სამართლის" კურსს.  

სტუდენტები  მიიჩნევენ, რომ გუშინ განვითარებული მოვლენებმა აჩვენა რომ კობახიძე არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, ამასთან ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კობახიძეს აღარ აქვს უფლება, უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების აქციას, სოციალური ქსელით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გამოეხმაურა. გიორგი შარვაშიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია და გადაწყვიტეს, არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი