აქციის მონაწილეები მთავრობას გახარიასა და კობახიძის გადასაყენებლად ერთ საათს აძლევენ

20 ივნისი 2019, 19:35 2095 ნახვა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები, ხელისუფლებას ერთ საათს აძლევენ და მაღალი თანამდებობის პირების გადადგმას ითხოვენ. 

ამბობენ, რომ პოსტიდან უნდა წავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობამ პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღოს და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს. 

პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მოქალაქეები და პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. 

საქართველოს პარლამენტში  დღეს "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" გაიხსნა, რომელსაც  რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. 

გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სხდომის დაწყებისთანავე დაიკავა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში