ოპოზიცია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს ითხოვს - "პირდაპირ ხელში ჩაუგდო უმაღლესი ტრიბუნა ოკუპანტებს"

20 ივნისი 2019, 13:17 1663 ნახვა

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თბილისის სარებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის. 

"ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია, დღეს ლეგიტიმაცია დაუთმო გავრილოვს. დღეს პარლამენტს ხელმძღვანელობდა გავრილოვი. ის ვერასოდეს ვეღარ მოხვდება პარლამენტში, ვერ მოხვდება იმ სკამზე და საქართველოშიც ვეღარ მოხვდება, მაგრამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს. პირდაპირ ხელში ჩაუგდო უმაღლესი ტრიბუნა ოკუპანტებს, რომლისთვისაც სისხლი დაღვარეს საქართველოს მოქალაქეებმა.  იბრძოდნენ,  რომ  მაღალ ტრიბუნაზე რუსი დეპუტატები ყოფილიყო. მაგრამ ახლა, ყოველგვარი ტანკის, იარაღის გარეშე, წითელი ხალიჩის გავლით, ლამაზად დაუთმო ეს ადგილი რუს დეპუტატებს. ამიტომ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა დატოვოს თანამდებობა, უნდა დაიწყოს მისი  იმპიჩმენტის საკითხი უნდა გადადგეს. ეს არის მინიმალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს, პარლამენტი დამიჭერს მხარს" - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში