"ამაზე მძიმე სანახავი რა შეიძლება იყოს არ ვიცი" - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მყოფ რუსს დეპუტატზე

20 ივნისი 2019, 11:09 2377 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფბ პირად გვერდზე წერს, რომ რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა, არ აცის როგორ უნდა შეაფასოს. 

"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამზე, უბრალოდ გამანადგურა" - წერს  თამარ ჩუგოშვილი. 

 

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში