რუსეთის დუმის დეპუტატი თბილისში სირცხვილის კორიდორში გაატარეს

19 ივნისი 2019, 21:20 2225 ნახვა

რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ამბობს, რომ არანაირი დისკომფორტი არ აქვს - იგი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფებოდა, მოწვევა პარლამენტმა გაუგზავნა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლის წინ დეპუტატს აქციით დახვდნენ, მოაწყვეს ე,წ, „სირცხვილის კორიდორი.

“ საპროტესტო აქციას ორგანიზებას მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” უწევდა. მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ რუს დეპუტატს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს, უკრაინის ელჩი სხდომათა დარბაზს ტოვებს - ასე გამოხატა დიპლომატმა ოკუპანტი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მიმართ პროტესტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში