აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში 

19 ივნისი 2019, 18:23 1228 ნახვა

აჭარაში წარმატებით განხორციელებულ და საამაყო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება  რეგიონის პირველმა პირმა უმაღლეს საბჭოში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას. აჭარის მაღალმთიანეთის განვითარება, ,„ოცნების ქალაქი“, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო , საფეხბურთო სტადიონი, ქობულეთში მწვანე,   ბათუმში კი განათლების  ქალაქების მშენებლობები - 50 წუთის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძემ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა.

 მთავრობის თავმჯდომარე მთავარ გამოწვევად სიღარიბის დაძლევას, მიზნად კი საინვესტიციო პორტფელის ზრდასა და ორ წელიწადში 6 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ასახელებს. თორნიკე რიჟვაძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აჭარაში არცერთი პროექტია შეჩერებული, თუმცა ოპოზიციამ რეგიონის პირველ პირს სწორედ დაუსრულებელ პროექტებზე ჰკითხა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში