''ვემიჯნებით აგრესიულ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან'' - საპატრიარქო 

19 ივნისი 2019, 15:52 1267 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ლგბტ პრაიდის მიმართ, სასულიერო პირებისა და მრევლის აგრესიულ განცხადებებს ემიჯნება.

საპატრიარქო მღვდელმსამხურებს მოუწოდებს, თვითნებური ბრიფინგებისგან თავი შეიკავონ. 

''ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს,  როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი იმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 23 ივნისსა ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დრო და ლოკაცია ჯერ არ გახმოვანებულა. 

მარშს სხვადსხვა ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარებას ხელს შეუშლიან. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში