რატომ დაინიშნა მხოლოდ 24 ივნისამდე დამატებითი რეისები ბათუმი თბილისის მიმართულებით?

19 ივნისი 2019, 13:43 486 ნახვა

საქართველოს რკინიგზამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ თბილისი ბათუმის მიმართულებით, ამ დღეებში  მგზავრთა ნაკადი ძალიან გაიზარდა, ბილეთებზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად 24 ივნისამდე დამატებითი რეისები დაინიშნა .

„21,22,23 ,  24/06/2019 მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: გასვლა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით  08:50 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 19:15 საათზე“ - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა თუ სეზონურად გაიზარდა ბილეთებზე მოთხოვნა, მხოლოდ 4 დღით რატომ დაემატა რეისები რკინიგზამ?  უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშის“ ჩატარებას?

რკინიგზის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მგზავრთა ნაკადის მატების გამო მიიღეს, თუმცა კონკრეტულად რატომ 4 დღე, ზუსტი პასუხი არ აქვთ.  

„ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არანაერ არ უკავშირდება თბილისში დაანონსებულ აქტივობებს და მარშს.  მოთხოვნა გაიზარდა მაშინაც, როცა შეკვეთილში კონცერტები დაინიშნა და დაემატა მაშინაც რეისები. რაც შეეხება ახლა, გაიზარდა  მოთხოვნა ძალიან და გადავწყვიტეთ 4 დღე დავამატოთ, შემდეგ კი შევხედავთ, თუ მოთხოვნა ისევ ისეთ მაღალი იქნება, გავაგრძელებთ. ზოგადად, საქართველოს რკინიგზა სეზონზე ამატებს რეისებს და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს სეზონურია“ - გვითხრეს ორგანიზაციაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი