თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ბუღალტერი დააკავეს

18 ივნისი 2019, 15:26 2706 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა, რომელიც  ერთ - ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე  მუშაობდა ფინანსური ტრანზაქციები განახორციელა, თითქოს, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვის მიზნით, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. ბრალდებულმა 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისა.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი