ხულოს ბიუჯეტიდან 35 852 ლარი ავტომობილების მოვლასა და საწვავში დაიხარჯა

18 ივნისი 2019, 17:19 1420 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სამი თვის განმავლობაში 12 710 ლარი  მხოლოდ, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 9 ავტომობილის შენახვა - ექსპლუატაცია დაუჯდა. ცალკეა საწვავის ხარჯი. საკრებულოს და მერიის თანამშრომლების გადაადგილებისთვის მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით უკვე 23 142 ლარია დახარჯული.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 თვის განმავლობაში  ჩინოვნიკების მივლინებისთვის 2 443 ლარი დაიხარჯა.

სტუმრების  დახვედრა, მიღება-მასპინძლობა კი ბიუჯეტს  2763 ლარი დაუჯდა-სწორედ  ამდენია წარმომადგენლობითი ხარჯების რაოდენობა.

ხულოს ბიუჯეტიდან 133 შტატიანი თანამშრომლის  შრომის ანაზღაურებისთვის  392 729 ლარი, 19 შტატგარეშე თანამშრომლისთვის  კი 35 655  დაიხარჯა.  

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  თანამშრომელთა პრემიებისთვის თანხა არ დახარჯულა. სახელფასო დანამატის სახით კი  მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 560 ლარი გამოაკლდა.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. გაიზარდა თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით ? აღნიშნულის თაობაზე აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია. უწყებამ  კვარტალური მონაცემების დამუშავება წელს დაიწყო.

2018 წელს კი ხულოს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი