უეფას ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, სადაო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებაა

18 ივნისი 2019, 12:54 516 ნახვა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააპატიმრეს - ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.  63 წლის ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, მიშელ პლატინი ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემისთვის დააკავეს. 

ეთიკის კომიტეტის ვერსიით, კენჭისყრის დროს ხმის მიცემის პროცედურა გაყალბდა და ამ გზით  ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. 

კომიტეტის მოხსენებაში, ასევე ნახსენებია - Claude Guéant​ სახელიც. იგი ადრე ყოფილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გენერალური მრჩეველი. დაკითხვაზე ისიც იმყოფებოდა, თუმცა დაკავებული არ არის.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი