14 და 16 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

18 ივნისი 2019, 12:13 410 ნახვა

14 და 16 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც  აღნიშნულია, რომ ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ,  „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს, რომელთა გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ. 

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ. გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება; ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში