ბოლო წამებზე დადებული ლელო

17 ივნისი 2019, 23:31 2879 ნახვა

ბოლო წამებზე ლელოთი მოგებული მატჩი.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო.

ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

მეორე ტაიმში ფიჯელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, 61- ე წუთზე იოანე იაშაღაშვილის ლელო, თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:8 გახდა.

ყველაფერი კი მატჩის მიწურულს გადაწყდა, ბოლო წუთზე კარკაძემ ლელო დადო, საქართველომ 12:8 მოიგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას, 22 ივნისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველოს ნაკრები მომავალ წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში