ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ღობე იცვლება

17 ივნისი 2019, 21:46 1368 ნახვა

ძეგლის სტატუსის მქონე ღობის რესტავრაცია იწყება - მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ყოფილი შენობის ღობე შემოსაზღვრულია - მფლობელი ბიზნესმენი რუსლან კაკაბაძეა, რომელიც კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარი გააკეთეს ძეგლთა დაცვის სააგენტოში, აქ ირწმუნებიან რომ ნებართვა გაცემულია და რესტავრაციას სპეციალისტები ჩაატარებენ. შენობა გასულ წელს გაიყიდა, გასაყიდი ფასის გამო კი სხვათაშორის ამ შენობით პროკურატურა დაინტერესდა. გამოძიების შედეგები ჯერ უცნობია.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში