ლევან ვასაძე: „პატრულირებას ვაუქმებთ შსს-ს პატივისცემითა და მადლიერებით“ 

17 ივნისი 2019, 21:11 221 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლევან ვასაძის რაზმები, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სასულიერო პირების ნაწილი თბილისი პრაიდის წინააღმდეგ - სამინისტრომ პრაიდის ორგანიზატორებს საჯარო შეკრებაზე, უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო უარი უთხრა, შეზღუდვა გაამართლა საპატრიარქომ, უფრო მეტიც, ვასაძის უკან დანახული კრემლის საპირწონედ, პრაიდის უკან დასავლური ღირებულებების მოწინააღმდეგეები დაინახა - რუსეთი ახსენა პროცესის მიღმა მამუკა ბახტაძემაც.

რუსულ ელიტასთან დაკავშირებულმა ლევან ვასაძემ კი მისთვის მიზანი მიღწეულად ჩათვალა და განაცხადა, რომ პატრულირებას წყვეტს და რაზმებს გააუქმებს. ძალადობრივი მოწოდებების ფონზე დაწყებული გამოძების ფარგლებში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირი იკითხება - ვასაძე კი ვერის ბაღში იმყოფება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი