ბათუმის სასპორტო სკოლის ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

17 ივნისი 2019, 14:25 218 ნახვა

აჭარის ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ქალთა და ვაჟთა შორის  საქართველოს ჩემპიონია. თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე 2004/2005 წლებში დაბადებულ ქალთა შორის აჭარის ნაკრების ფრენბურთელთა გუნდმა  ფინალში სამტრედიის ნაკრები  დაამარცხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

2003/2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის კი ბათუმელებმა  ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის ნაკრებს სძლია და გამარჯვებაც არავის დაუთმო.

ამ წლებში მოასპარეზე  აჭარის ქალთა და ვაჟთა ნაკრები უკვე მეორედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.  ჩემპიონატზე გოგონებში ჯამში 10, ვაჟებში  კი 7 გუნდი ასპარეზობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი