ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გაეროს მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში გოგონათა მარში მოეწყო

16 ივნისი 2019, 21:21 1373 ნახვა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გაეროს მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში გოგონათა მარში მოეწყო. ბათუმის საზღვაო აკადემიის   სტუდენტებმა სასულე  ორკესტრთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩა მსვლელობით  ჩაიარეს.  გზად   ჩერდებოდნენ და სანახაობას მობილური ტელეფონებით იღებდნენ ვიზიტორები. მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და ცენტრალურ პარკთან დასრულდა.  

  სტუდენტებს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს პირველი ქალი დირექტორი თამარ იოსელიანი მიესალმა და განაცხადა,რომ  ქალები  ყველა სფეროში   ეკონომიკური სიძლიერის გარანტია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში