ზაფხულის სეზონის გახსნა ბათუმში, გვიან ღამით ფოერვერკით და ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა

16 ივნისი 2019, 12:22 313 ნახვა

ზაფხულის სეზონის გახსნა ბათუმში, გვიან ღამით ფოერვერკით და ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა. მთელი დღის მანძილზე კი ჟღერდა მუსიკა, გაიმართა ფარნების და ფარნების შოუები, სპორტული აქტივობები. სტუმრების განწყობაზე დიჯეი სტინი, ასევე ბენდი „ლურჯი იალქანი“, „ლაუდსფიქერი“ და რუმინელი  მუსიკოსი ზრუნავდა.

სიმბოლურად ფერადი ქოლგებით მორთულ პლაჟზე სამახსოვრო  ფოტოებისთვის სტენდებიც განათავსეს.  შთაბეჭდილებები კი ფესტივალის სტუმრებმა  სპეციალურ დაფაზე დატოვეს.  წელს პირველად გაუშვეს დღის ფოიერვერკი  - 30 მეტრი სიმაღლის  ფერადი კვამლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში