გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნდნენ

14 ივნისი 2019, 18:13 681 ნახვა

გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე ისევ დაბრუნდნენ, მათ ვაჭრობა განაახლეს და აქციაც გამართეს, ისინი მათთვის გამოყოფილ ტერიტორიას იწუნებენ, აღნიშნავენ, რომ კლიენტების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო ინფრასტრუქტურა გაუმართავი.

მერიის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ბათუმის მერი კი აცხადებს,რომ  ე.წ. ლურჯი ბრეზენტები წერეთლის ქუჩაზე არ დაბრუნდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში