''ზაფხული იწყება აქ'' - ხვალ ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

14 ივნისი 2019, 15:01 1856 ნახვა

უცვლელი სლოგანითა და  ადგილი - ,,ზაფხული იწყება აქ” - ტურისტული სეზონი ხვალ, ტრადიციული ფესტივალით გაიხსნება. ღონისძიებები 14 საათზე დაიწყება და ღამის სამ საათამდე გაგრძელდება.  

დეკორაციებით პლაჟის გაფორმება  ანბანის კოშკის მოპირდაპირე მხარეს დაწყებულია, მზადაა სცენაც.  ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი როგორც მუსიკალური პროგრამით, ასევე სპორტული აქტივობებით.

დაგეგმილია, ფრანების და ფარნების შოუები, პლაჟის ფრენბურთი სასტუმროებს შორის. 22  საათიდან დაუკრავს რუმინელი დიჯეი, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ  ქართველი შემსრულებლები  და ადგილობრივი ბენდებიც. ფესტივალი   ფოიერვერკით დასრულდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში