გრიგორი კარასინის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

14 ივნისი 2019, 15:00 1020 ნახვა

პრაღაში,  ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება, მანამდე გამართულ შეხვედრაზე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება გააკრიტიკა,  ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც მაიკ პოპეომ თქვა, რომ  პორტი საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს ააშორებს, აღმოჩნდა, რომ რუსეთს არ მოსწონს განცხადების ტონი.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გრიგორი კარასინის გზავნილებში ახალი არაფერია  და  საქართველოს აქვს გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, რომლის   არჩევანიც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობაა. ოპოზიციისთვის კი გაუგებარია, ამის მიუხედავად, რატომ საუბრობს მთავრობა რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში