დეპუტატმა მაშველ გოგოებს ბოდიში მოუხადა

14 ივნისი 2019, 15:02 2486 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების აკადემია“ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატ ნოდარ დუმბაძისგან ბოდიში მოხდას ითხოვს. მიზეზი გუშინ სოციალურ ქსელში დეპუტატის მხრიდან ქალი მაშველების მისამართით დაწერილი კომენტარებია.

ორგანიზაციამ დუმბაძის კომენტარებს სექსისტური უწოდა. რომან დოლაბარიძე ამ საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ  სიტყვის თქმის უფლება არ მისცა. ნოდარ დუმბაძემ მედიასთან ბოდიში მოიხადა, თქვა რომ იხუმრა და არ ფიქრობს რომ მისი კომენტარები  შეიცავდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.  

რომან დოლაბერიძემ  ასე მოითხოვა საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს ომარ მახარაძემ,   რომელსაც  ბსუ-ს   სტუდენტი   სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში