ბათუმის მერიას სამარშრუტო ტაქსებისთვის კონდიციონერის ​ჩართვა არ დაუვალებია

14 ივნისი 2019, 13:18 3517 ნახვა

''ქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსების 80% კონდიცირების სისტემა გათიშულია, რაც ძალიან შემაწუხებელია''  - თქვა დღეს საკრებულოს სხდომაზე​ ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. ნატალია ძიძიგურმა კოლეგებს უთხრა, რომ ''მარშრუტკით'' ხშირად გადაადგილდება და იქ კონდიცირება არ არის.  

'' ცოტა ხნის წინ დიდი ჯილდო მივიღეთ, გილოცავთ, დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველა ჩვენგანისთვის. ხშირად მიწევს ''მარშრუტკით'' მგზავრობა, როგორც მახსოვს გვქონდა პირობებში გათვალისწინებული, რომ უნდა ყოფილიყო კონდიცირება, მაგრამ 80%-ში არ არის. ეს საშინლად შემაწუხებელია. საზოგადოებაც ძალიან შეწუხებულია",  - განაცხადა საკრებულოს წევრმა. 

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებიც გასულ წელს სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკურ შემოწმებას კურირებდნენ. მიშა დონდუა ამბობს, რომ პირობების თანახმად მიკროავტობუსში უნდა ყოფილიყო კონდიცირების სისტემა ან ორი ფანჯარა და ლუქი, რომელიც იღებოდა. პირობებში კონკრეტულად არ იყო გაწერილი, რომ მძღოლმა მგზავრთა გადაყვანის დროს გაგრილების სისტემა აუცილებლად უნდა ჩართოს. მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ტრანსპორტირების დროს კონდიცირების სისტემას ჩართვას თუ ფანჯრებს გააღებს.

ნებართვის გაცემის დროს, ერთი ქულით მეტი ენიჭებოდა იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელსაც გაგრილების სიტემა ჰქონდა. 

რაც შეეხება მონიტორინგს, მიშა დონდუა ამბობს, რომ შემოწმებები ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო გახშირდება. კანონდამრღვევი მძღოლი კი 100 ლარით დაჯარიმდება. 

'' კონკურსის დროს ჩადებული იყო კრიტერიუმებში ასეთი პირობა, რომ უნდა ქონოდათ ​ორი ან მეტი გასაღები ფანჯარა და ლუქი ანდა კონდეციონერი. რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ მგზავრებს დისკომფორტი არ შექმნოდათ.  ასე იმპერატიულად, რომ მაინც და მაინც კონდეციონერზე გაგვეკეთებია აქცენტი, არ ყოფილა. ეს მძღოლისთვის დამატებითი ქულა იყო. აბსოლუტრად ყველას აქვს. არის ისეთი სამარშრუტო ტაქსი, რომლებსაც ლუქი და გასაღები ფანჯარა არ აქვთ, მაგრამ მასეთს კონდიციონერი უნდა ჰქონდეს. ის უნდა ჩართოს, სხვა შემთხვევაში მგზავრობა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ჰაერის ვინტილაცია ხომ უნდა მოხდეს. ასრულებენ თუ არა მძღოლები და კომპანიები სანებართვო პირობებს, ამას რეგულარულად ვამოწმებთ, დარღვევის შემთხვევაში 100 ლარით ვაჯარიმებთ. წელს, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, ჯარიმა არ გამოგვიწერია '' - უთხრა მაუწყებელს მერიის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენელმა.

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად, ბათუმის მერიამ კონკურსი გასული წლის ივლისში გამოაცხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში