ბათუმის პლაჟზე ცხელი სეზონი საზეიმოდ გაიხსნება - "ზაფხული იწყება აქ" 

14 ივნისი 2019, 11:40 1783 ნახვა

ხვალ, 15 ივნისს, ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, უკვე ტრადიციულად, ცხელ სეზონის დაწყებას საზეიმოდ პლაჟზე აღნიშნავს.  

წელსაც არ იქნება გამონაკლისი, ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს, ანბანის კოშკთან, სანაპიროზე ელოდებიან.  

ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშოები მიდის, სანაპიროზე ფერად კონსტრუქციებს აწყობენ. 

სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 14:00 საათზე დაიწყება. ღია სივრცეში მუსიკა, ფრანების შოუ და საბავშვო გასართობი აქტივობები, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იქვე პლაჟის ფრენბურთში შეჯიბრებები გაიმართება. ღია სივრცეში დაუკრავენ - STIG, და Lasha guruli. 

8 საათიდან, სპორტულ და საბავშვო გასართობ აქტივობებს დღის ფერადი ფოიერვერკი ჩაანაცვლებს. ბენდების - "ლურჯი იალქანისა" და "The LOUDspeakers" ​ ფონზე, გაუშვებენ ღამის ფარანებს.  ცაში ფარანების გაშვების შემდეგ კი, 23 საათზე გრანდიოზული საზეიმო ფოიერვერკს ააფეთქებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში