სექსისტური თავდასხმა მაშველ გოგოებზე

13 ივნისი 2019, 21:17 11263 ნახვა

სამწუხარო და სამარცხვინო - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ის გამოხმაურება, რაც ქალი მაშველების ფოტოების გავრცელებას მოჰყვა ფეისბუქში.

პირველი ქალი მაშველების გამოჩენას საზოგადოების დიდი ნაწილი ქილიკით და ცინიკური კომენტარებით შეხვდა. ასეთი სექსისტური განცხადებები  მიუღებელია ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრებისთვისაც.

ამბობენ, რომ სქესის ნიშნით ადამიანის პროფესიონალიზმის შეფასება დამცირება და დისკრიმინაციაა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში