რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება სასტუმროების ბიზნესს?

13 ივნისი 2019, 21:16 462 ნახვა

ღია ვართ კომუნიკაციისთვის - ასე პასუხობს აჭარის ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას. ჭყონიამ „მთავარის“ ეთერში გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა რომ მთავრობა არაფერს სთავაზობს საკურორტო ზონებში ადამიანებს, ვისაც მცირე ბიზნესის განვითარება სურს.

ბიზნესმენი სწორი რეგულაციების დაწესებაზე მიუთითებს. სხვა სასტუმროების მფლობელებიც ამბობენ, რომ მთავარი სეზონურობის აღმოფხვრაზე ზრუნვაა, რადგან ზაფხულის გარდა კურორტი პრაქტიკულად გაჩერებულია. მთავრობის წევრის,  ჯაბა ფუტრაკაძის თქმით კი აჭარაში გარემო ბიზნესისთვის სრულიად მისაღები და სასურველია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში