ქალ მაშველებზე შეფასებებს თამარ ჩუგოშვილი სამარცხვინოს და სტერეოტიპულს უწოდებს 

13 ივნისი 2019, 18:10 2846 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე  თამარ ჩუგოშვილი, დღეს ბათუმის სნაპიროზე, პირველი ქალი მაშველების თემას გამოეხმაურა.

მას შემდეგ, რაც მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში პირველი ქალი მაშველების ფოტოები გამოჩნდა, საზოგადოების დიდ ნაწილის კრიტიკული და ნაწილობრივ ცინიკური შეფასებები მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ასეთი რეაქცია, საზოგადოების სტერეოტიპულობას უსვამს ხაზს. 

"სამწუხარო და სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას ბათუმის სანაპირო ზოლზე. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმეს და სიახლისადმი არამიმღებლურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებს ეხება საქმე. მინდა გოგონებს მადლობა გადავუხადო ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში ჩართვისთვის და ვუსურვო წარმატებები! ძალიან მაგრები ხართ! - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში