უკავშირდება თუ არა თეატრის კომერციული მენეჯერის შესაძლო გათავისუფლება სამოქალაქო აქტიურობას

13 ივნისი 2019, 18:20 1619 ნახვა

შესაძლოა ბათუმის დრამატული თეატრის კომერციულ მენეჯერს პოსტი დაატოვებინონ, ამის შესახებ ინფორმაცია თავად თენგიზ სურმანიძემ გაავრცელა და მიზეზად სამოქალაქო აქტივობა, უფრო კონკრეტულად კი ბათუმის პორტში მიმდინარე აქციებში მის მონაწილეობას ასახელებს. „უნამუსო, უსუსურ და არაადამიანურ“ გადაწყვეტილებას უწოდებს თენგო სურმანიძე მის შესაძლო  გათავისუფლებას. ის ღიად უპირისპირდება რეგიონის პირველ პირს, აჭარის განათლების მინისტრსა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. 

ანდრო ენუქიძე კატეგორიულად უარყოფს, თითქოს მან მიიღო პოლიტიკური დავალება კომერციული დირექტორის მოხსნის შესახებ, უფრო მეტიც, ის თენგიზ სურმანიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ოჯახური მდგომარეობის გამო თენგო სურმანიძე სამსახურში რეგულარულად ვერ დადის. სამხატვრო ხელმძღვანელი აპირებს პირადად ესაუბროს კომერციულ მენეჯერს ბათუმში დაბრუნების შემდეგ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში