საზღვარზე მაჯის საათების მალულად გადატანის ფაქტები

13 ივნისი 2019, 11:24 1137 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში, 874 ცალი, ხოლო, მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას სარფის  საბაჟო პუნქტის  გავლით თურქეთში. კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში