ბათუმში კერძო პარკირება შეიზღუდა

12 ივნისი 2019, 21:30 2515 ნახვა

ბათუმში კერძო პარკირების შეზღუდვა დაიწყო - მერიის თანამშრომლებმა დღეს კერძო, საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებების წინ ისეთი საგზაო ნიშნები მოხსნეს, რომლის თანახმადაც შენობების წინ პარკირება მხოლოდ თანამშრომლებისთვის იყო დაშვებული.

მერიაში ამბობენ, რომ ეს თვითნებური გადაწყვეტილებები იყო, რადგან არ არსებობს ისეთი ბრძანება, რომლითაც ქუჩაში სხვა მოქალაქეებს მანქანის გაჩერება აეკრძალებათ.  ამის პარალელურად უკვე თვეებია ადგილობრივი მთავრობა საათობრივი პარკირების საფასურის შემოღებას გეგმავს - წესით საპილოტე ქუჩებზე სისტემა აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში