ორწლიანი დავა მეჩეთის გამო - მოსამართლე მერიას მოლაპარაკების შანსს მეხუთედ აძლევს

12 ივნისი 2019, 21:50 3294 ნახვა

ახალი მეჩეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო - მოსამართლე მერიას ახლა უკვე მეხუთე შანსს აძლევს - მომდევნო სასამართლო სხდომამდე უნდა ჩატარდეს ორი შეხვედრა, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში საინიციატივო ჯგუფის, მერიის, სამუფთო სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს მონაწილეობით - ამის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლაშა კომახიძემ მას წერილობით მიმართვა.

მუსლიმი თემი დღეს სასამართლოსგან გადაწყვეტილებას ელოდებოდა - მოსამართლე კი ამბობს, რომ თარიღებზე მნიშვნელოვანი შედეგია - რა უნდა იყოს შედეგი და რა მოლოდინი აქვთ თემში - თეონა ხარაბაძე აშუქებდა დღეს სხდომას, ამასთან ჩაწერა მომდევნო შეხვედრების მონაწილეები - მას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, თეონა გვითხარი მრავალთვიანი პროცესი, ახლა მაინც მიუახლოვდა თუ არა დასკვნით ეტაპს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში