აჭარის ღია ჩემპიონატი ჩქაროსნულ სლალომსა და დრიფტში

12 ივნისი 2019, 18:15 3214 ნახვა

15 წლის ბაჩუკი ლომთათიძე საჭესთან ბავშვობიდან  ზის, მას ავტომობილის ფლობა და სიყვარული ბაბუამ ასწავლა, რომელიც ამჟამადაც აქტიური ავტომრბოლელია, ასევე საერთაშორისო კატეგორიის  მსაჯი და სერთიფიცირებული მწვრთნელი. ბოლო 10 წლის განმავლობაში იური ლომთათიძე აჭარის საავტომობილო ფედერაციას ხელმძღვანელობდა. მის საქმეს  ახლა  შვილიშვილი აგრძელებს რომლის უახლოესი მიზანი აჭარის ჩემპიონობაა. შეჯიბრება  15 და 16 ივნისსაა ჩანიშნული.

უქმეებზე  ბათუმის ავტოდრომზე, რომელიც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს  ორგანიზატორები შეჯიბრებაში მონაწილე ბევრ მსურველს ელოდებიან. 15 ივნისს კალენდარული  გეგმის მიხედვით პირველი შეჯიბრება იმართება. შაბათს ბათუმის ავტოდრომზე ჩემპიონატი ჩქაროსნულ სლალომში, კვირას კი დრიფტში გაიმართება. შეჯიბრების პარალელურად მოეწყობა კარტინგების შოუ.

აჭარის საავტომობილო ფედერაცია სარბოლო ტრასაზე ეპატიჟება იმ მძღოლებსაც, რომლებიც ღამით რბოლებს ქალაქის ქუჩებში აწყობენ.

აჭარის საავტომობილო ფედერაციას  წლის ბოლომდე როგორც რეგიონული ასევე გასვლითი 15 შეჯიბრება აქვს  ფედერაციის წლიური  ბიუჯეტი 27 ათასი ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში