ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

11 ივნისი 2019, 18:08 1145 ნახვა

სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში, სხდომაზე ოპოზიციამ მმართველ გუნდი შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის შანტაჟსა და მოსყიდვაში დაადანაშაულა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების მოსაპოვებლად კრიმინალების დახმარებას მიმართა.  

რასაც უმრავლესობის დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა.  დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა, გიგა ბოკერიას სასამართლოს დარბაზიდან გაძევებაც მოითხოვა. უმრავლესობა ოპოზიციას სიძულვილის ენით საუბარში ადანაშაულებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში