ქართველი სპორტსმენები 7 მედალი რიოს ოლიმპიადაზე

22 აგვისტო 2016, 00:00 2184 ნახვა

რიოს ზაფხულის 2016 წლის ოლიმპიური თამაშები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე  შვიდი  მედალია, ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქრო მოიპოვეს, ვარლამ ლიპარატელიანმა ვერცხლი; ბრინჯაოს მედალი კი ლაშა შავდათუაშვილმა, შამაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და  გენო პეტრიაშვილმა აიღეს. გარდა ამისა, წელს საქართველოს ყველაზე მეტი ლიცენზია ქონდა - ოლიმპიადაში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. წელს პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთდ ავიდა ორი ქართველი ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე. მედალოსნებიდან ორი ირაკლი თურმანიძე და შმაგი ბოლქვაძე აჭარიდან არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ოლიმპიადაზე წარსდგა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მე-5 ადგილი დაიკავა. ზაფხულის მომავალი ოლიმპიადა, ოთხი წლის შემდეგ იაპონიაში შედგება.

ამავე კატეგორიაში