ე.წ. „შანხაის“ დასახლების პრობლემები

10 ივნისი 2019, 18:20 1327 ნახვა

სახლები ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი აირის გარეშეა შავშეთის ქუჩაზე.  ე.წ. შანხაის დასახლებაში ათობით წელია 135 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, დროთა განმავლობაში კი მათი მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება.  ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ სახელმწიფო დახმარების იმედად არიან დარჩენილები.

აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია, წვიმის დროს სახლები იტბორება და მთელ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.  ამ ადამიანების ყოველდღიურობის შესაცვლელად მერია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: ოჯახები გადაიყვანონ ალტერნატიულ ფართებში ან ამ ადგილით დააინტერესონ ინვესტორი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში