ქედაში 49 პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდის ჩაბარება გადაწყვიტა

10 ივნისი 2019, 12:18 1665 ნახვა

ქედაში, 95 პენსიონერი პედაგოგიდან 46 კონპენსაციას მიიღებს და სამსახურს  ტოვებს.  მათ კი, რომლებმაც სახელმწიფოს შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, გამოცდის ჩაბარება და სტატუსის ამაღლება გადაწყვიტეს.  კომპენსაციას ვერ აიღებს ის პენსიონერი პედაგოგი, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლების მინისტრმა, 13 მაისს, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. რომლის მიხედვითაც, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას,  სკოლას დატოვებს.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში