აჭარის განათლების მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა, ორი პოზიცია კი ჯერ ვაკანტურია

10 ივნისი 2019, 11:55 6025 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობები შეინარჩუნეს მოქმედმა მოადგილეებმა - ალექსანდრე დავითაძემ და ბადრი ნაკაშიძემ.

მაია ხაჯიშვილმა კიდევ ორი მოადგილე უნდა წარადგინოს, მათ შორის პირველი მოადგილე და კურატორი კულტურის მიმართულებით. აღნიშნულ პოზიციებზე ბაგრატ მანველიძე და თეონა ბერიძე მუშაობდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, მოადგილეები მინისტრის უფლებამოსილების ვადით ინიშნებიან. უწყების პირველი პირის გათავისუფლების შემდეგ კი, ისინი ავტომატურად ტოვებენ თანამდებობებს. 

განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი. თორნიკე რიჟვაძემ 26 მაისს, ''რუსული დროშების ფრიალის'' გამო გაათავისუფლა. მოვალეობას ბაგრატ მანველიძე ასრულებდა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების ახალი მინისტრი 3 ივნისს დანიშნა. უწყება მაია ხაჯიშვილს ჩააბარა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში