იულია სუსლიაკის ადვოკატი -პროკურატურამ ბრალდებულის მეუღლეს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა

09 ივნისი 2019, 15:10 1195 ნახვა

10 ბავშვის ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის მეუღლეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. ზურაბ თოდუა ამბობს,რომ შეთანხმება არ მოხდება, რადგან იულია სუსლიაკი დანაშაულს არ აღიარებს.

დაცვის მხარე ასევე ირწმუნება, რომ პროკურატურა მათ წინააღმდეგობის შემთხვევაში საქმის გამოძიების გაჭიანურებით დაემუქრა. უფლებადამცველის აზრით ამ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საქმე ხელოვნურად გაჭიანურდება. პროკურატურაში კი განმარტეს, რომ აღნიშნული  სიმართლეს არ შეესაბამება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში