შეხვედრა თემაზე „სოციალური ქსელები და მათი როლი“

08 ივნისი 2019, 21:25 1540 ნახვა

სოციალური ქსელები და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსების რისკები - ამ თემებზე სტუდენტებსა და მოსწავლეებთან  საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. სემინარის თემები ასევე  ე.წ „ციფრული ანაბეჭდი“, მეწარმეობა -დასაქმება და  ემოციური ინტელექტი იყო.

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების, საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ  ახალგაზრდებს აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამები გააცნო, რომელთა მეშვეობით საზღვარგარეთ წასვლა და განათლების მიღებაა შესაძლებელი. შეხვედრები ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართა , ბათუმის შემდეგ კი, ჩოხატაურში  ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში