მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი 

07 ივნისი 2019, 15:17 1737 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. სარჩელის განხილვა  სასამართლომ დღეს დაიწყო. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლის მიხედვით დაზარალებული ან დაინტერესებული პირი სასამართლოში ვერ ასაჩივრებს პროკურორის დადგენილებას, რომლითაც მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პროკურატურა შეწყვეტს გამოძიებას, ან უარს იტყვის გამოძიების დაწყებაზე.

პროკურორის ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მხოლოდ პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრდეს და არა სასამართლოში.ასევე არ საჩივრდება ის შემთხვევებიც, როცა დაზარალებულისათვის საქმის მასალების გაცნობაზე პროკურორი უარს ამბობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში