პრეზიდენტისა და პრემიერის სამძიმარი

21 აგვისტო 2016, 00:00 2273 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარ ტერაქტზე მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. "დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში