საბჭოთა ტეტრისი 35 წლის გახდა

06 ივნისი 2019, 17:52 6219 ნახვა

ტეტრისი - საბჭოთა თაობებისთვის საყვარელი გასართობი თამაში, რომელსაც 80-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბავშვობის საუკეთესო მოგონებები უკავშირდება,  35 წლის გახდა 

სწორედ ამდენი წლის წინ,  6 ივნისს  შექმნეს სათამაშო, რომელიც ყველას უყვარდა, თუმცა ღიკალები მალე უფუჭდებოდა.

გრაფიკული თამაშის გამოსვლის დღიდან, ტეტრისის გაყიდვებმა 500 მილიონსაც  გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა.

ტეტრისის გლობალური წარმატება უმეტესწილად  Nintendo-ს სათამაშო კონსოლს უკავშირდება. ეს იყო პირველი ვიდეოთამაში, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და შემდგომ დასავლეთშიც გავრცელდა. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი