17 წელი კაზინოში ქალის მკვლელობისთვის 

06 ივნისი 2019, 17:35 2316 ნახვა

ერთი ქალის მკვლელობისა და მეორის დაჭრისთვის, თურქეთის მოქალაქეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შემთხვევა ბათუმში 24 ნოემბერს, ერთ-ერთ კაზინოში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა უზბეკი ეროვნების ქალი მოკლა, მეორე კი დაჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ის ლევენთ ულუთურქის მეგობარია იყო,  სასიკვდილო ჭრილობა კი ეჭვიანობის ნიადაგზე დანით  მიაყენა.

ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. დაცვის მხარე საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ უფლებადამცველის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ბრალდების მხარის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და თურქეთის მოქალაქე  დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში