2019 წლის ზაფხული ცხელი იქნება

05 ივნისი 2019, 12:34 3034 ნახვა

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექის რაოდენობა კი ნორმაზე მეტი. 

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში, საქართველოში ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19, +23 გრადუსია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

ზაფხულის ამინდის პროგნოზის ინტერაქტიული რუკა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში