სპეც-მასწავლებლებს ბულინგსა და ძალადობაზე ტრენინგი უტარდებათ

05 ივნისი 2019, 12:00 1115 ნახვა

ბოლო დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასა და პრობლემაზე- ბავშვთა მიმართ ძალადობასა   და   ბულინგის თემაზე  ტრენინგი უტარდებათ პედაგოგებსა და სპეც-მასწავლებლებს.  საინფორმაციო ტრენინგ-სემინარი   ასოციაცია,, ერთმანეთისთვის“  ორგანიზებით ტარდება. ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ გამოცდილებას პედაგოგებს  ესტონელი ექსპერტები აცნობენ.

ტრენინგის მონაწილეები   თანამედროვე მეთოდოლოგიასა  და მიდგომებს შეისწავლიან  როგორ ებრძოლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგს. პროექტის ფარგელებში შეხვედრები რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება. გუშინ ესტონური გამოცდილება ქობულეთის სკოლების პედაგოგებს გაუზიარეს. საერთაშორისო პროექტი ,,ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში“ ,  ესტონეთის მთავრობისა  და ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის“  მხარდაჭერით  ორი წელია ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში